ჩვენი აზრით, ეს არის საუკეთესო კინემატოგრაფიული მიძღვნა მუნჯი კინოს ეპოქისადმი.
მუნჯი კინოს უკვე ხანში შესული ვარსკვლავი, ნორმა დესმონდი, საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს — მას სჯერა, რომ დღემდე ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობია. ამ ილუზიას ერთგულად ინარჩუნებს მისი მსახური, რომელიც თაყვანისმცემლების სახელით წერილებს სწერს და ყველანაირად იცავს მას მწარე რეალობისგან. თუმცა რეალობასთან შეჯახება გარდაუვალია.
„სანსეტ ბულვარი“ მართლაც უნიკალური ფილმია. რეჟისორმა ბილი უაილდერმა მთავარი როლი ნამდვილ მუნჯი კინოს ვარსკვლავს, გლორია სვანსონს, ანდო, ხოლო მისი მსახური განასახიერა ოდესღაც სახელგანთქმულმა რეჟისორმა ერიხ ფონ შტროჰაიმმა, რომელმაც კარიერის დასაწყისში თავად გადაიღო ახალგაზრდა სვანსონი. ეპიზოდურ როლებში კი კიდევ არაერთი ლეგენდარული ფიგურა ჩნდება, მათ შორის ბასტერ კიტონი.
ჰოლივუდს მოგვიანებითაც უცდია პატივი მიეგო დიდი მუნჯი კინოს ეპოქისთვის — მაგალითად, 2011 წლის ოსკაროსანი „არტისტით“. თუმცა, ჩვენი აზრით, „სანსეტ ბულვარის“ შემდეგ ეს თემატიკა ასეთი სიზუსტით, სიღრმითა და ემოციური ძალით ჯერ არავის გადმოუცია.
🏆 ფილმს მიღებული აქვს 3 ოსკარი და 4 ოქროს გლობუსი, მათ შორის — საუკეთესო მსახიობი ქალის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.