SUP-ტური მზის ამოსვლისას
გამგზავრება
ბათუმიდან გავემგზავრებით ადრე დილით, მზის ამოსვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. შეხვედრის ზუსტი დრო წინასწარ შეგატყობინებთ ტურის საერთო ჩატში.
შემდეგ გავემართებით მწვანე კონცხისკენ — გზა დაახლოებით 30 წუთს გასტანს, ხოლო გზად ზღვისა და მწვანე ბორცვების ულამაზესი ხედებით დატკბებით.
ინსტრუქტაჟი და უსაფრთხოება
ტური ჩატარდება მცირე ჯგუფში გამოცდილი წყლის ტურიზმის ინსტრუქტორის თანხლებით.
წყნარ მონაკვეთზე გაივლით მოკლე პრაქტიკულ ინსტრუქტაჟს, სადაც ისწავლით:
SUP-ბორდზე სწორად დგომას;
ნიჩბის სწორად გამოყენებას;
დაფის მართვასა და უსაფრთხოების ძირითად წესებს.
წყალზე გასვლა
SUP-მარშრუტის სიგრძე 1.5–3 კმ-ია.
შეგვეძლება მშვიდ ყურეში გავცუროთ, სადაც სუფთა წყალი, კენჭოვანი სანაპირო, რაპანები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ულამაზესი ხედები დაგხვდებათ, ან სურვილის შემთხვევაში ჩავცუროთ ჩაქვამდე და უკან დავბრუნდეთ. საუკეთესო მარშრუტს ჯგუფთან ერთად შევარჩევთ.
ტურის დასასრულს გველოდება პიკნიკი — ახალი კრუასანები, ჩაი და არომატული დრიპ-ყავა.
მზის ამოსვლა
მზის ამოსვლისას ზღვა განსაკუთრებით მშვიდი და შთამბეჭდავია.
თუ გაგვიმართლებს, გზად დავინახავთ:
დელფინებს;
თევზების გუნდებს;
თოლიებს, რომლებიც მწვანე კლდეებზე ისვენებენ.
იდეალური დილა მათთვის, ვისაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა და დღის მშვიდად დაწყება უყვარს.
ლაშქრობები, აღჭურვილობის გაქირავება, ბათუმი
ლაშქრობები და მოგზაურობები საქართველოს მასშტაბით
ტურისტული აღჭურვილობის გაქირავება და მაღაზია
საავტორო ტურები ბიოლოგთან ერთად
სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა და ზამთრის ტურები