ELIZABETH FRISKY - ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, რომლის მხატვრულობა ჩამოყალიბდა მისი მდიდარი კულტურული წარმოშობითა და მრავალფეროვანი მუსიკალური მემკვიდრეობით. მუსიკალურ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ელიზაბეთის მოგზაურობა კლასიკური მუსიკის ხუთწლიანი სასწავლებლით დაიწყო, რასაც მოჰყვა ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის შვიდი წელი, ასევე თეატრალური, სამსახიობო განათლება და საბოლოოდ მან საქართველოში პოპულარობა მოიპოვა და სახელი გაითქვა როგორც პოპ-ვარსკვლავმა.
FRISKY-ის მუსიკა არის ჟანრების _ პოპის, ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული ჰაუს მუსიკის შერწყმა. ეს ყველაფერი გაჯერებულია მისი მომნუსხველი ვოკალით. ის, რაც მას გამოარჩევს, არის მისი გენეტიკური კოდი, ქართული ფესვები, რომელსაც ასე ჰარმონიულად და მოქნილად აქსოვს მისსავე მუსიკალურ ნამუშევრებში. ის ხშირად აერთიანებს ტრადიციულ ქართულსა და ძველ ხალხურ სიმღერებს თავის ელექტრონულ ჰაუს ტრეკებში. ქმნის უნიკალურ ჟღერადობას, რომელიც არის ავთენტურობისა და სილამაზის გასაღები მუსიკალურ ინდუსტრიაში.
2024 წელს ელიზაბეთის სინგლმა Sacrifice აღიარება ჰპოვა, როდესაც ის გრემის განხილვის სიაში გამოჩნდა, რამაც გაზარდა მისი პოპულარობა და სფეროს საუკეთესო პროფესიონალთა ყურადღება მიიპყრო.
ელიზაბეთი სწრაფად იკაფავს გზას დიჯეი-პროდიუსერის რანგში, რაც დასტურდება მისი ბოლო საერთაშორისო გამოსვლებით აშშ-ში, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკში და მისი სახელი FRISKY უმალ გაიელვებს EDM მუსიკის ვარსკვლავებით მორთულ ცაზე.
საცეკვაო ჟღერადობითა და მომხიბლავი ცოცხალი ვოკალით გაჯერებული ჰიბრიდული LIVE DJ SET-ით წარსდგება ELIZABETH FRISKY თბილისში სადებიუტო ღონისძიებაში 9 თებერვალს SUNDAYS ROOFTOP-ის სცენაზე.
არ გამოტოვო, დაჯავშნე ახლავე და პირველმა ნახე ბრწყინვალე ვარსკვლავის DJ დებიუტი თბილისში.