აღწერა
აშკარა პიონერული ხედვისა და სულისკვეთების მქონე დანიმ ბერლინში, 2000-იან წლებში, რამდენიმე მეგობართან ერთად გახსნა ლეგენდარული Bar25 Club - კულტურული მიკროსამყარო, რომელიც შემდგომ წლებში გახდება მთელი ტექნო თაობის შთაგონების წყარო. პროექტის საპატივცემულოდ, დენიმ 2008 წელს დააარსა მუსიკალური ლეიბლი Bar 25 Music. 2020 წელს ლეიბლი Sirin Music მოჰყვა. მისი ლეიბლები გამორჩეულნი არიან ისეთი არტისტებით, როგორიცაა Acid Pauli, Nu და Oliver Koletzki.
გარდა ამისა, საღამოს შეუერთდება ადგილობრივი არტისტი და BAR25 MUSIC - ზე მრავალი გამოცემის ავტორი - STIMMHALT და “სანდეის” რეზიდენტი დიჯეები - ნიკა ჩიქოვანი და ჯიო საუნდს.