მენიუ
კვირას 21 იანვარს
"Atomic Event" და "Ramada by Wyndham" წარმოგიდგენთ “SUNDAYS”, მოწვეულ სტუმარ დიჯეი-პროდიუსერსა და “ლაივ-შემსრულებელ” დუო - HOLY MOLY - სთან ერთად.
HOLY MOLY
ელექტრონული მუსიკის მიმდევართა მიერ მეორე ბერლინად წოდებული - თბილისი არასოდეს განიცდიდა ნიჭი დეფიციტს. მეტიც - ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ამ თაობის მუსიკოსთა შორის მისი კიდევ უფრო განვითარების მრავალი კანდიდატია და რჩეულთა წინა ხაზზე რათქმაუნდა Holy Moly გვევლინება.
“დიჯეი დუო” - პირველად პროექტ Holy Moly-ს სახელით ოთხიოდე წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთი მუსიკალური კომპოზიცია გამოაქვეყნა მუსიკის საერთაშორისო არენაზე, როგორიცაა: Georgians, Khalkhuri და 2023 წლის Treasure.
მათი მუსიკალური წარმატების საიდუმლო - თბილისური ბერლინის კონცეფციის აღქმა და შერწყმაა. სწორედ მათ იციან მუსიკით სათქმელის გადმოცემის, მელოდიური ჟღერადობის შენარჩუნებისა და ტექნოს ელემენტების მქონე ამაცეკვებელი რითმების ბალანსირებული სინთეზი, თანაც ისე, რომ ქართული სული ყველაგან აღქმადია.
სტუმარ მუსიკოს შემსრულებლების გარდა, ტრადიციულად არაჩვეულებრივი ნიკა ჩიქოვანი და ექსტრავაგანტული ჯიო საუნდს-ი გაიყოფენ სცენას თავიანთი ბედნიერი და მელოდიური განწყობით.
შეუერთდი უნიკალურ შესაძლებლობას, თბილისურ მზესთან ერთად ჩაიძირო
თბილ და ხალისიან ორგანულ მუსიკაში.