Sunday Art Playground თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Sunday Art Playground
ქართული

აღწერა

კვირას, 21 დეკემბერს, სიხარულით გეპატიჟებით გრანდიოზულ ღონისძიებაზე - თავისუფალი ხატვის დღეზე - თბილისის (ძველი) სპორტის სასახლის შიდა სივრცეში. 

 ხატვა გაიმართება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე. მობრძანდით ნებისმიერ დროს, თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობით. 

 დასწრება თავისუფალია, შემოგვიერთდით!
 თავისუფალი ხატვის დღეები თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ცოცხალი ღონისძიებაა, რომელიც თბილისის საჯარო და ღია სივრცეებში ეწყობა.

 უზარმაზარი ტილო ყველა ასაკის ბავშვისა და მოზარდისთვის სახატავ ზედაპირად, ამავე დროს კი სამეზობლოების და პარკის სტუმრების თავშეყრის ადგილად იქცევა. ხატვის დღეებს, როგორც წესი, სხვადასხვა სახელოვნებო სტუდია უძღვება, თუმცა არა ხატვის გაკვეთილისთვის ჩვეული ინსტრუქციით, დავალების პირობით, ან მიმართულების ჩვენებით, არამედ სათამაშო მოედნის პრინციპზე დაფუძნებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესით.

 შემოქმედებითი პროცესის საჯარო სივრცეში გამოტანა, სახატავ ზედაპირზე მოკალათება, პირველ რიგში, სხვაგვარ ფიზიკურ გამოწვევას ქმნის ბავშვებისთვის და თამაშისა და ცნობისმოყვარეობის პრინციპით, აფართოებს შემოქმედებით გამოცდილებას. ამავდროულად, კოლექტიური და პარალელური ხატვა საჯარო სივრცის შესახებ ჯანსაღი წარმოდგენის შექმნასაც უწყობს ხელს – გაზიარების, ურთიერთკავშირის და შემოქმედების ყოველდღიურ აუცილებლობას.

ფოტო და ვიდეო

Sunday Art Playground

ადგილი