ივლისის ბოლომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, დილის 10:00 საათზე, „თბილისი ჰილსი“ გეპატიჟებათ იოგის, პილატესის, სთრეჩინგისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი აქტივობების ციკლზე, რომელიც ჩვენს ულამაზეს, სიმწვანეში ჩაფლულ “ვუდს პარკში" ჩატარდება.
დაიწყეთ დღე ახალი ენერგიით, სუფთა ჰაერზე და ქალაქის ხმაურისგან სრულიად შორს. ჩვენს სესიებზე თქვენს სხეულსა და გონებაზე საქართველოში ყველაზე გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი ინსტრუქტორები იზრუნებენ (ინსტრუქტორები შეიცვლებიან ყოველკვირეულად).
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ ესტუმროთ კომპლექსის რესტორანს, განიტვირთოთ და ისიამოვნოთ გამორჩეული ხედებით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუმრებისთვის:
დაწყების დრო: 10:00 საათი
ლოკაცია: თბილისი ჰილსი, ვუდს პარკი (Woods Park)
ბილეთის ფასი: 60 ლარი (ღირებულება მოიცავს მხოლოდ მასტერკლასზე დასწრებას)
ასაკობრივი შეზღუდვა: სტუმრები დაიშვებიან 13 წლიდან.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 17 56 53
გაატარეთ ზაფხულის დილა ჰარმონიულად “თბილისი ჰილსთან” ერთად.
Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი შედის კონტინენტური ევროპის ტოპ 100 გოლფის მოედანში.