ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ
გალა კონცერტს - „ზაფხულის რიტმები“
მუსიკა, რომელიც ზაფხულის გულისცემას აცოცხლებს!
საღამოს პროგრამა აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს:
საოპერო, საგუნდო, საესტრადო, ფოლკლორულ მუსიკას, ასევე საბალეტო და ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს.
საღამო სავსე იქნება შთამბეჭდავი შემსრულებლებით, ემოციებითა და ზაფხულის განსაკუთრებული ატმოსფეროთი.
შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ზაფხულის ყველაზე ლამაზი მოგონებები!
მონაწილეობენ :
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და საოპერო დასის სოლისტები
აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ხორუმი”
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანის” მოსამზადებელი ჯგუფი
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მწვერვალი“
ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი
ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა
ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ფოლკლორული გუნდი ,,ჰანგები”
ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის აკადემიური გუნდი
ავთანდილ აბესლამიძე
ანდრია ფუტკარაძე
ანიტა აბგარიანი
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ფოიეში, გაიმართება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული მუსიკალური საკრავების გამოფენა
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.