მოემზადეთ ღამისთვის, რომელიც სავსე იქნება დისკო მუსიკითა და დაუღალავი ენერგიით. ღამისთვის, რომელიც ყველაზე ცხელ სეზონს დატვირთული ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით გახსნის.
ორი გამორჩეული არტისტი - ერთი დაუვიწყარი ღამე.
6 ივნისს NICK V (პარიზიდან) და DELFONIC-ი (ბერლინიდან) Bubble Bar-ის სცენას დაიკავებენ!
NICK V — პარიზის სცენის ლეგენდა — დისკო და ჰაუს მუსიკის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლის სეტებიც ყოველთვის დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის. 2008 წლიდან მართავს LA MONA PARIS ივენთებს, რომელსაც "ცეკვის კულტურულ წვეულებად" მოიხსენიებენ. NICK V-ს ივენთები პარიზის ისეთ მნიშვნელოვან ლოკაციებზე გამართულა, როგორებიცაა La Bellevilloise, Boiler Room, Badaboum და Virage.
მის გვერდით სცენას დაიკავებს DELFONIC -ი ბერლინიდან. არტისტი და პროდიუსერი, რომელიც უნიკალურად აერთიანებს დისკოს, ჯაზს და სოულს ერთ ენერგიულ სეტში. როგორც პროდიუსერი, გამოირჩევა მდიდარი შემოქმედებით, რასაც მოწმობს მისი ალბომების სიმრავლე. დაუკრავს ისეთ ცნობილ ლოკაციებზე, როგორებიცაა ბერლინის Panorama Bar, Boiler room, Salon zur wilden Renate, Heideglühen, Club Gretchen.
ისინი ერთად მუსიკალურ სამყაროში გამოგზაურებენ და ცეკვას და დისკო ჟღერადობას ერთ მთლიან რიტმად გარდაქმნიან!
line up:
კარი იღება: 22:00 საათზე.
ასაკობრივი შეზღუდვა 21+
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 591 290 799
ადგილმდებარეობა:
სასტუმრო "აფიშას" მე-8 სართულზე
პეტრე მელიქიშვილის გამზირი #5
Bubble bar - https://www.instagram.com/bubblebar_afisha/
Afisha Hotel- https://www.instagram.com/afisha_hotel/