3 კვირის განმავლობაში ბავშვებს ვიწვევთ შემოქმედებით შეხვედრებზე, სადაც სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით ექსპერიმენტებს ჩავატარებთ, შევქმნით, ვითამაშებთ იდეებით და შთაგონებას ხელოვნების სამყაროდან ავიღებთ.
პროგრამა მოიცავს:
✦ ხატვას, კოლაჟს, ძერწვას, კონსტრუქციებს, ჭრა-წებებასა და სივრცით ექსპერიმენტებს
✦ მოკლე ვიზუალურ/შემეცნებით ჩვენებებს სხვადასხვა ხელოვანებსა და მათ ნამუშევრებზე
✦ კონკრეტულ შემოქმედებით დავალებებსა და თემებს თითოეული შეხვედრისთვის ყოველ შეხვედრასექნება თავისი თემა, იდეა და ინსპირაცია — თუმცა პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ბავშვისინდივიდუალური ხედვა, თამაში და თავისუფალი გამოხატვა.