სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22, 23 და 24 მაისს პირველ ფესტივალს წინანდლის მამულის ამფითეატრში გამართავს. სამ დღიანი კონცერტები შედგება სრულიად განსხვავებული ქორეოგრაფიული კომპოზიციებისგან, რომელიც სუხიშვილების სხვადასხვა პერიოდს და ეპოქას ასახავს.
22 მაისი — კლასიკური პროგრამა
23 მაისი — „ზეკარი“ (ქორეოგრაფი: ილიკო სუხიშვილი უმცროსი)
24 მაისი — „ქარაბშა”
23 და 24 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ასევე გაიმართება „სუხიშვილების“ ახალგაზრდა თაობის კონცერტებიც.
ფესტივალის ფარგლებში, წინანდალის მამულში გაიმართება გამოფენა, რომელიც ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საცეკვაო კოსტიუმებს, ფოტომასალასა და არქივს გააერთიანებს.
სასტუმროს ნაკრების შესაძენად დაუკავშირდით Silk Hospitality-ის კონტაქტ ცენტრს:
+995 322 402 222 | welcome@silkhospitality.com
SOLO Visa ბარათით გადახდისას მოქმედებს 20% ფასდაკლება როგორც ცალკეულ ბილეთებზე, ისე სასტუმროს ნაკრებებზე.
ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული
გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO
სპონსორები: VISA, Silknet, ბორჯომი
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+
მე-19 საუკუნიდან წინანდალის მამული იყო და კვლავაც არის ექსკლუზიური ღვინის მწარმოებელი.