2024 წლის, 5 ივნისს, 10:00 საათზე, კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს.