Students’ Teaching Scientific Talks თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Students’ Teaching Scientific Talks

Students’ Teaching Scientific Talks

Students’ Teaching Scientific Talks
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

26.02.2026
ხუთშაბათი
16:00

აღწერა

 

📣გიწვევთ ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ რიგით 23-ე სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო საუბრებზე, Students’ Teaching Scientific Talks (STST), რომელიც გაიმართება 26-27 თებერვალს.

🎯ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 
საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს, როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო პროგრამებიდან: 
🔹მედიცინა
🔹საზოგადოებრივი ჯანდაცვა
🔹სტომატოლოგია
🔹ფარმაცია
🔹ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹საექთნო და სამეანო საქმე

📌მონაწილეობის პირობები და მოთხოვნები
📝ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს, თუმცა მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი.
📝წარსადგენი ნაშრომი შეიძლება იყოს ქეის რეპორტი, მიმოხილვითი ან ორიგინალური კვლევა;
📝მოხსენების თემატიკა თავისუფალია, რაც საშუალებას გაძლევთ წარმოადგინოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური სამედიცინო საკითხები;
📝აუცილებელია გყავდეთ ხელმძღვანელი (აკრედიტებული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი);

🗣️მოხსენების ფორმატი:
🟢პრეზენტაცია უნდა მომზადდეს Microsoft PowerPoint-ში (რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია გამოგიგზავნით პრეზენტაციის შაბლონს);
🟢წარსადგენი ენა – ქართული ან ინგლისური;
🟢პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 7 წუთი (დამატებითი 2 წუთი – შეკითხვებისა და დისკუსიისთვის).

📌სარეგისტრაციო ბმულები:
🔹დამსწრეებისთვის: https://docs.google.com/.../1FAIpQLSdl23zKSdG.../viewform...
🔹მონაწილეებისთვის: https://docs.google.com/.../1FAIpQLSdoqdxEjAr.../viewform...

🌏რას მიიღებთ ღონისძიებაში მონაწილეობით?
✨თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი(ქართული/ინგლისური) მონაწილეობის სერტიფიკატი;
✨დამსწრეებს – დასწრების სერტიფიკატი;

❗️მნიშვნელოვანი ინფორმაცია
🪫ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 16 თებერვლის ჩათვლით
📝ნაშრომებს აგზავნით ჩვენს მეილზე- tarkhnishvili@tsmu.edu

💡გახდი მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლატფორმის - Students’ Teaching Scientific Talks (STST) - ნაწილი.
გამოავლინე შენი პოტენციალი, შეხვდი მომავალ კოლეგებს, გაუზიარე იდეები და შექმენი გამოცდილება, რომელიც დაგეხმარება პროფესიულ ზრდაში.

✨გისურვებთ წარმატებებს!✨

 

ფოტო და ვიდეო

Students’ Teaching Scientific Talks

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება