წელსაც ტრადიციულად გეპატიჟებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაციაზე!
პარასკევს, 4 ივლისს, 15:00 საათზე აბაშიძის 60 ნომერში აგრარული უნივერსიტეტისა და 8000 მოსავალის საერთო ღონისძიებაზე სტუდენტების მიერ დაყენებულ 30-მდე ღვინოს გავსინჯავთ.
დეგუსტაციაზე შევხვდებით მომავალ მეღვინეებს, გავიცნობთ და წავახალისებთ მათ. გელოდებით, ერთად ვეცადოთ მივცეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდი მონდომებით დაიწყონ მოღვაწეობა ამ სფეროში.
ბილეთების ღირებულება 15 ლარია და მათ შეძენას ადგილზე, ნაღდი ანგარიშსწორებით შეძლებთ. თანხა სრულად გადაეცემათ სტუდენტებს.