რატომ ირჩევენ ადამიანები კონფორმიზმს სხვადასხვა სახის ზეწოლის ქვეშ, მაშინაც კი, როდესაც ეს, რაც ხდება, გაუგებარია?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მორჩილების გასახდელში!
მოქმედება ორი მამაკაცის გარშემო ვითარდება, რომლებიც გაურკვეველი მიზეზით, გაურკვეველ სივრცეში, უხილავი ავტორიტეტის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან.
სპექტაკლი იკვლევს ადამიანის არსებობა-არარსებობის პარადოქსს: რატომ და როგორ თმობენ ადამიანები თავისუფლებას ნელ-ნელა შიშის, უიმედობის და უუნარობის გამო, და როგორ ცდილობენ ღირსების დაკარგვის ახსნას თავთან და სხვებთან, რათა შელახული ნამუსი, თავმოყვარეობა და უპრინციპო მორჩილება გაამართლონ.
„სტრიპტიზი“ ერთდროულად არის გაფრთხილებაც და რეალობის რეაბილიტაცია, შეფუთული იუმორით, აბსურდული სიტუაციებით, სარკაზმით, თუმცა ამავდროულად ძალიან რეალური, ცხადი და აქტუალური.
