მენიუ
28 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA) წარმოგიდგენთ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს. ფორუმის მიზანია სტრატეგიული კომუნიკაციების ევოლუციის, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების მიმოხილვა. ასევე, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. დამსწრეები გაეცნობიან სტრატეგიულ, კორპორაციულ, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს.
ფორუმის მიზანია, გააერთიანოს ინდუსტრიის ლიდერები, რათა გაეცნოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ტენდენციებს, გამოწვევებსა და ინოვაციებს. თუ როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ეს სფერო.