ამბები ნიკო ნიკოლაძეზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ამბები ნიკო ნიკოლაძეზე

ამბები ნიკო ნიკოლაძეზე

ამბები ნიკო ნიკოლაძეზე
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან25
ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
20:00
25 ₾ - 90
25 ₾ - 90
ვრცლად

აღწერა

24 აპრილს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გათამაშდება „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ საქართველოს ისტორიაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი ადამიანის - ნიკო ნიკოლაძის შესახებ ამბებს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის, პიანისტ - სანდრო გეგეჭკორის, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის მეშვეობით მოგვიყვება, წარმოდგენაში, რომლის რეჟისორი გვანცა მეფარიშვილია საქართველოს უახლოესი წარსულის შავ და თეთრ დღეებს მსახიობები გიორგი ყიფშიძე, გოგა ბარბაქაძე, ეკა მოლოდინაშვილი, კესო დვალიშვილი გააცოცხლებენ.
 

მონაწილეობენ: თემურ გუგუშვილი, ნინი ბადურაშვილი

მხატვარი - ანა ნინუა
 

ასაკობრივი ზღვარი + 12

ქრონომეტრაჟი - 70 წუთი

ფოტო და ვიდეო

ამბები ნიკო ნიკოლაძეზე

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება