ეს ფილმი ისეთივე მშვიდი და შეუმჩნეველია, როგორც მისი გმირი — სოციალური სამსახურის კეთილი მოხელე მისტერ მეი. თუმცა ჩვენთვის ეს ნამდვილი აღმოჩენაა, ერთ-ერთი რეალური „დამალული შედევრი“. ჩვენს მაყურებელთა თითქმის არავინ იცნობს არც ამ ფილმს და არც მის რეჟისორს; ამ ფილმზე (თითქმის) არასდროს მოდის ხალხი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯიუტად ვტოვებთ მას პროგრამაში და გულწრფელად გირჩევთ, არ გამოტოვოთ.
ჯონ მეი — პატარა ადამიანი, უკიდურესად მშვიდი და შეუმჩნეველი, დოსტოევსკის „ღარიბი ადამიანებიდან“ მაკარ დევუშკინის პირდაპირი სულიერი მემკვიდრეა. მისი საქმეც სრულიად „დოსტოევსკურია“: უკვე ოც წელზე მეტია, ის დაკრძალვის ბიუროში მუშაობს და კეთილსინდისიერად ეძებს იმ ადამიანების ახლობლებს, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და მარტო გარდაიცვალნენ. მაგრამ დრო იცვლება — და ჯონსაც შტატის შემცირება ეხება. მას წინ ელოდება ბოლო გამოძიება და ვინ იცის, იქნებ ამ გზაზე იმაზე მეტიც იპოვოს, ვიდრე მორიგი გარდაცვლილის მეგობრები და ნათესავები.
