ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ლექციების ციკლს.
მეორე ლექციის თემაა - "სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია მენტალური ჯანმრთელობაში"
შეხვედრის მიზანია მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის, როგორც მენტალური ჯანმრთელობის ხელისშემშლელი პროცესის შესახებ.
განხილული იქნება სტიგმის არსებობა სხვადასხვა სტრუქტურაში: ოჯახში, საჯარო სივრცეში, კანონმდებლობასა და პოლიტიკაში.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში და მოისმინონ სტიგმის დაძლევისთვის საჭირო რეკომენდაციები.