სტეფანე Vol. 2 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სტეფანე Vol. 2

სტეფანე Vol. 2

სტეფანე Vol. 2
2 Akaki Tsereteli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

სტეფანე, თანამედროვე ქართული პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურა, 16 მაისს, SPACEHALL-ში ბრუნდება. 

 

თითქმის ათი წლის წინ, დინამოს სტადიონის მიწისქვეშეთში, სწორედ ამ დარბაზში გაიმართა მისი შთამბეჭდავი კონცერტები, რასაც გარდამტეხი ეტაპი მოჰყვა სტეფანეს შემოქმედებაში. მას შემდეგ, არტისტმა არაერთი ახალი კომპოზიცია შექმნა, მათ შორის დუეტები პოპის, ჰიპ-ჰოპის, ალტერნატიული, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის, ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. პარალელურად, გამოუშვა პოპულარული ვიდეოკლიპების სერია და აქტიურად მართავს მასშტაბურ ცოცხალ კონცერტებს საქართველოში, აშშ-ს და ევროპის ქალაქებში. 

 

სტეფანეს შემოქმედებითი გზა უკვე სამ დეკადაზე მეტს ითვლის და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართულ სცენაზე პოპის, დისკოსა და ფანკის ჟღერადობის ფორმირებასა და განვითარებაში. მისი, როგორც პროდიუსერის საქმიანობა, მოიცავს არაერთ მიუზიკლს, საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ ღონისძიებებსა და ფესტივალებს. სტეფანე ასევე პირველი ქართველი არტისტია, რომელიც MTV-ის ჩარტებში მოხვდა, პროექტის Stephane & 3G ფარგლებში. 

 

16 მაისს, SPACEHALL-ში, სტეფანე ცოცხალი ბენდით, განახლებული მუსიკალური პროგრამით, ახალი კომპოზიციებისა და კოლაბორაციების პრემიერით წარდგება მსმენელის წინაშე.

 

Doors Open: 21:00

დაწყების დრო: 22:30.

ფოტო და ვიდეო

სტეფანე Vol. 2

ადგილი

SPACEHALL
მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზი თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება