STEPHANE – Mono Hall Batumi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
STEPHANE – Mono Hall Batumi

STEPHANE – Mono Hall Batumi

STEPHANE – Mono Hall Batumi
ძველი ბულვარი, ნინოსშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან60
ქართული

განრიგი

24.07.2026
პარასკევი
21:00
60

აღწერა

24 ივლისს - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსი - სტეფანე - Mono Hall ბათუმის სცენაზე, განსხვავებული კონცერტით ბრუნდება. შემოგვიერთდი.

სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.

 

21:00 - კარის გახსნა
23:30 - სტეფანე  (კონცერტის დასაწყისი)

 

ფოტო და ვიდეო

STEPHANE – Mono Hall Batumi

ადგილი

MONO HALL Batumi

მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში. MONO HALL-ის ფილიალი თბილისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება