სტეფანე - Valentine's Day თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სტეფანე - Valentine's Day

სტეფანე - Valentine's Day

სტეფანე - Valentine's Day
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 70
advertising
ქართული

აღწერა

ვალენტინობა, სტეფანესთან ერთად.

14 თებერვალს - გაატარე ვალენტინობა - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსის - სტეფანეს კონცერტზე - Mono Hall-ში. 

სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.


სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ფოტო და ვიდეო

სტეფანე - Valentine's Day

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება