Steam-ის დღე 2026: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Steam-ის დღე 2026: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში

Steam-ის დღე 2026: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში

Steam-ის დღე 2026: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში
82 Chavchavadze ave., Tbilisi
advertising
ქართული

განრიგი

11.02.2026
ოთხშაბათი
11:00

აღწერა

თუ ხარ 16-დან 25 წლამდე გოგო, და გაინტერესებს ტექნოლოგიები და მონაცემები, შენთვის ღონისძიებას ვგეგმავთ. მოდი, შეიძინე ახალი უნარები, გაიცანი სფეროს ლიდერები, დაამყარე ახალი კავშირები, მიიღე სახალისო თამაშში მონაწილეობა და მოიგე საჩუქრები!

🚀 STEAM-ში მეტი ქალისა და გოგოს ჩართულობა საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ერთად აღვნიშნოთ ქალების როლი და მნიშვნელობა მეცნიერებაში, განსაკუთრებით კი - ტექნოლოგიებში!

ღონისძიებაზე დაგახვედრებთ: 

▪️ საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების ინსპირაციულ გამოსვლებს შემდეგ თემებზე: კარიერა STEAM-ში; როგორ დაიწყეს; რა გამოწვევებს წააწყდნენ; რა დაეხმარათ წინსვლაში;
▪️ პარალელურ ვორკშოპებს/მასტერკლასებს, რომლებზეც სხვადასხვა საჭირო უნარის შეძენას შეძლებ; 
▪️ ინტელექტუალურ, სახალისო თამაშს, რომელშიც, თუ გაიმარჯვებ, პრიზებს მოიგებ;
▪️ ერთმანეთის გაცნობის, კონტაქტების გაცვლის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცეს.

❗ არ დაკარგო დრო, ადგილები შეზღუდულია, დარეგისტრირდი 8 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/l9GF3

🗓️ როდის: 11 თებერვალი, 11:00 - 18:00 სთ. 
📍 სად: ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 

__
ღონისძიება ორგანიზებულია ფორსეტის მიერ პროექტის „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით; ღონისძიების პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დანიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, IT აკადემია სტეპი, სელფი, EPAM, SafeScroll, SmartCLM, Next.on.ge, ლურჯი ოკეანე და DataFest Tbilisi.

ფოტო და ვიდეო

Steam-ის დღე 2026: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში

ადგილი

BTU
BTU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება