აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა 1887 წელს და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ მცირერიცხოვან აბრეშუმის მუზეუმებს შორის.
აქ დაცულია აბრეშუმთან დაკავშირებული 40 000-მდე ექსპონატი 50 ქვეყნიდან.
მუზეუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუდმივი და დროებითი გამოფენები, დაჯავშნოთ ვიზიტი ბიბლიოთეკაში, ჩაეწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ეწვიოთ მუზეუმის მაღაზიას.
მუზეუმის სამუშაო საათები: სამშაბათი-შაბათი 11:00-18:00
ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს მუზეუმში ვიზიტი უფასოა ნებისმიერი ადამიანისთვის.
მუზეუმში ვიზიტის ტარიფები:
სტანდარტული ბილეთის ფასი: 12 ₾.
სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის: 5₾
(აუცილებელია ადგილზე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა)
მუზეუმში უფასო ვიზიტით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი და სსმ პირები. აგრეთვე მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრები და ლიცენზირებული გიდები. ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს მუზეუმში ვიზიტი უფასოა ნებისმიერი ადამიანისთვის.
6 წლამდე ბავშვებისთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის მცირე ზომის მუზეუმი დიდუბის რაიონში, რომელიც განთავსებულია დამოუკიდებელ ორსართულიან შენობაში დინამოს სტადიონისა და მუშთაიდის პარკის სიახლოვეს.
ის ქალაქის ცენტრიდან შედარებით შორს მდებარეობს და იშვიათად სტუმრობენ, თუმცა ძალიან საინტერესოა — განსაკუთრებით მათთვის, ვინც აბრეშუმის წარმოებითა და თავად აბრეშუმით ინტერესდება.