Startup Speed Dating თბილისი Vol.1 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Startup Speed Dating თბილისი Vol.1

Startup Speed Dating თბილისი Vol.1

Startup Speed Dating თბილისი Vol.1
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

01.08.2026
შაბათი
18:00
20

აღწერა

Startup Speed Dating Tbilisi Vol.1 არის დინამიკური ნეთვორქინგის ივენთი სტარტაპერებისთვის, დეველოპერებისთვის, დიზაინერებისა და ტექ-ენთუზიასტებისთვის. ღონისძიების მთავარი მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს საინტერესო ადამიანები, რომლებსაც კეთება სურთ, რათა უმოკლეს დროში იპოვონ მომავალი გუნდის წევრები, Co-founder ან უბრალოდ გაიცნონ საერთო ინტერესის მქონე ადამიანები.


ადგილზე გელით სწრაფი და მრავალფეროვანი ნეთვორქინგის აქტივობები - მაგალითად: 5-წუთიანი 1:1 შეხვედრების სერია: ჯდებით მაგიდასთან, ეცნობით ადამიანს, ხოლო ზარის ხმაზე გადადიხართ შემდეგთან, რაც ერთ საღამოში ათობით ახალ კონტაქტს გაძლევთ, რაუნდების დასრულების შემდეგ კი ივენთი გაგრძელდება თავისუფალი ნეთვორქინგის რეჟიმში, სადაც მუსიკისა ფონზე შეძლებთ უფრო დეტალურად გაესაუბროთ მათ, ვინც თქვენი ყურადღება მიიპყრო.

ფოტო და ვიდეო

Startup Speed Dating თბილისი Vol.1

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება