მენიუ
ქართველი კომიკოსები 22 თებერვალს "თეატრში ათონელზე" გამართავენ სთენდაფ შოუქეისს.
კოლექტივი Standup Tbilisi 2018 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის კომედიური ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა: ღია მიკროფონი, თემატური საღამო, იმპროვიზაცია და შოუქეისი.
22 თებერვალს კი უკვე მოინიშნება მეორე პრეცედენტი, როდესაც Standup Tbilisi-ს კომიკოსების მიერ სხვადასხვა აუდიტორიასთან დამუშავებული ხუმრობები "თეატრი ათონელზე"-ს სცენაზეც გაიჟღერებს.
საღამოს წამყვანი: ნინიკო ლეკიშვილი
მონაწილეები: ირაკლი ჯაბუა, მურთაზ ჩიქოვანი, ანა სიხარულიძე, ონისე ოქრიაშვილი, ოთო თეზელაშვილი