თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა — მოდით, შევამოწმებთ. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ — მაინც მოდით, ჩვენ ამასაც შევამოწმებთ.
ხუთი შეხვედრის განმავლობაში ერთად მოვძებნით სასაცილოს ყოველდღიურობაში, ვისწავლით როგორ ვაქციოთ დაკვირვებები ხუმრობად და როგორ გამოვცადოთ ისინი პირდაპირ სცენაზე. „რაზგონები“, სავარჯიშოები, პანჩლაინები და ჟანრებთან მუშაობა — ეს ყველაფერი ისევ გველის Frame-ში.
ეს უკვე ლაბორატორიის მეორე სეზონია: თუ პირველში იყავით — შეძლებთ კიდევ უფრო ღრმად წასვლას და ახალი ტექნიკების გამოცდას; თუ პირველად მოდიხართ — სწრაფად შეითვისებთ საფუძვლებს. მთავარი არის მზადყოფნა სიცილისა და იუმორის ძიების — საკუთარ თავში და ირგვლივ.
ლაბორატორიას წარუძღვება ვასილისა ნიკოლსკაია — კომიკოსი და Cozy Standup-ის (@cozy_standup) შემქმნელი.
