გაზაფხული "ამფორეაში" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
გაზაფხული

გაზაფხული "ამფორეაში"

გაზაფხული "ამფორეაში"
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

„რეას“ თბილისის ცენტრის მოზარდები და ახალგაზრდები გაზაფხულს ყვავილებით ხვდებიან. 
დედის დღისთვის მათ შექმნეს მოჭიქურებული კერამიკის ყვავილები, ლარნაკები და დეკორატიული თეფშები - ფერადოვანი, ლამაზი და თბილი!
„ამფორეა“ ის ადგილია, სადაც „რეას“ სახელოსნოს ახალგაზრდები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან. 
ეს არ არის ჩვეულებრივი გამოფენა-გაყიდვა. ეს არის:
• სოციალური მეწარმეობა
• ინკლუზიური შრომის მხარდაჭერა
• ხელოვნებისა და თერაპიული პრაქტიკის შედეგის გაზიარება
მობრძანდით, შეარჩიეთ განსაკუთრებული საჩუქარი და მხარი დაუჭირეთ განვითარების თავისებურებების მქონე ახალგაზრდების შრომას! 
📍 დანიელ ჭონქაძის 29
🗓 2 მარტი — 15:00–20:00
🗓 3 მარტი — 12:00–20:00
გელით 💛🌿
რეას შესახებ
კავშირ „რეას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება განვითარების თავისებურების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების სახელობო მომზადებაა თბილისსა და საქართველოს მრავალეთნიკურ რეგიონებში.
მის მიერ დაარსებულ თბილისის, ასპინძისა და ახალქალაქის ცენტრებში ახალგაზრდები პროფესიულ უნარებს ეუფლებიან, მათ შორის კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოებში.
2017 წელს RHEA-მ დააფუძნა სოციალური საწარმო „ამფორეა“.
დღეს „ამფორეა“, სასწავლო-სახელობო სახელოსნოებთან ერთად, მოიცავს ხელნაკეთი ნივთების მაღაზიას, სადაც პროფესიონალებთან ერთად დასაქმებულნი არიან აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდები — გამორჩეული შემოქმედებითი შესაძლებლობებით.

ფოტო და ვიდეო

გაზაფხული

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება