2026 წლის 17-18 აპრილს, თბილისი უმასპინძლებს რიგით მე-2 საერთაშორისო სპორტული განათლების ფორუმს. ღონისძიების ორგანიზატორია JBS Academy, ბარსელონას ლეგენდარულ Johan Cruyff Institute-თან ერთად. ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სპორტულ ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წამყვანი ევროპული ექსპერტიზის გაზიარებას.
პროექტის მთავარი ამოცანაა დარგის პროფესიონალებისთვის პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. გლობალური მასშტაბის ექსპერტები, რეალურ Study Cases-ებზე დაყრდნობით, განიხილავენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციის გზებს, მათ შორის: Big Data და AI-ს ინტეგრაციას, ციფრულ ფან-ენგეიჯმენტსა და სპორტული მარკეტინგის ახალ მოდელებს.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ედვინ ვან დერ სარის ინტერვიუს ლიდერშიპზე, გაეროს (United Nations) ხედვას სპორტის სოციალურ გავლენასა და თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას — სპორტსმენების მენტალურ ჯანმრთელობას.
Sports Education Forum 2026 – პროგრამა და ფორმატი
17 აპრილი – საერთაშორისო კონფერენცია ფორუმის პირველი დღე დაეთმობა სპორტული ინდუსტრიის ხუთ წამყვან თემას. საერთაშორისო ექსპერტები, პანელური დისკუსიებისა და ქეისების (Study Cases) მეშვეობით, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
• Big Data & AI პროფესიონალურ სპორტში;
• ციფრული ფან-ენგეიჯმენტი და მონეტიზაცია;
• ლიდერშიპი (ედვინ ვან დერ სარის მონაწილეობით);
• სპორტული მარკეტინგი და Fundraising;
• ათლეტების მენტალური ჯანმრთელობა.
18 აპრილი – სიღრმისეული ვორქშოფები და სერტიფიცირება მეორე დღე მთლიანად პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. მონაწილეები, რომლებიც ირჩევენ ორდღიან ფორმატს, ნაწილდებიან ორ პარალელურ, ინტენსიურ სამუშაო ჯგუფში (სპეციალიზებულ კურსებზე). თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება:
1. სპორტული მარკეტინგი და Fundraising: სტრატეგიული დაგეგმვა, ბრენდინგი და ფინანსური რესურსების მოზიდვის საერთაშორისო პრაქტიკა.
2. მენტალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: პრაქტიკული ინსტრუმენტები ათლეტების ფსიქოლოგიური მედეგობისა და მდგრადი კარიერის მართვისთვის.
ფორუმის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მონაწილეობის ფორმატი:
• სემინარი (Day 1 Pass) – 100 ₾: სრული წვდომა პირველი დღის ხუთივე ძირითად თემაზე, პანელურ დისკუსიებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებზე.
• სემინარი + Mental Health Workshop (2-Day Pass) – 200 ₾: პირველი დღის პროგრამა და მეორე დღის სპეციალიზებული, პრაქტიკული კურსი ათლეტების მენტალურ კეთილდღეობაზე.
• სემინარი + Marketing/Fan Engagement Workshop (2-Day Pass) – 200 ₾: პირველი დღის პროგრამა და მეორე დღის ინტენსიური ვორქშოფი სპორტული მარკეტინგის, Fundraising-ისა და ფანების ჩართულობის სტრატეგიებზე.
📜 მნიშვნელოვანია: ორდღიანი პაკეტის მფლობელები, რომლებიც გაივლიან მეორე დღის სპეციალიზებულ ვორქშოფს, მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც მათი პროფესიული კვალიფიკაციის ოფიციალური დასტური იქნება.
ღონისძიების დაწყების დრო
17 აპრილი - 09:30-17:30
18 აპრილი - 10:00-16:00
