"უხერხემლო" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo

"უხერხემლო"

"უხერხემლო"
1, რუსთაველის ქ. (ბათუმი)
advertising
ქართული

განრიგი

19.02.2026
ხუთშაბათი
19:00

აღწერა

"უხერხემლო"

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - გაგა გოშაძე

მხატვარი - აკაკი ჯაში

რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მართა - მაია ცეცხლაძე

მამია - ტიტე კომახიძე

ნინო - მარიამ გველესიანი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი)

დანიელი - თორნიკე ბარამიძე

მღვდელი - კახა კობალაძე

ანოტაცია:

ალექსი ჩიღვინაძე დრამა - „უხერხემლო“ ერთ-ერთი საყურადღებო მოვლენაა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში. მენტალური დაპირისპირება ამ პიესის თემაცაა და მსოფლმხედველობრივი კონფლიქტის უმაღლესი ტემპერატურაც.

რეჟისორმა გაგა გოშაძემ, როგორც ჩანს, დრამატურგიული მასალის ძიებისას სწორედ ამით იხელმძღვანელა - პიესა ყოფილიყო ქართული სინამდვილიდან, ყოფილიყო თემატურად აქტუალური, მძაფრი, ჟანრულად გამართული და რაც მთავარია, იმ თვისების მატარებელი, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს.

სალარო:

თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში მის. რუსთაველის №1

სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა 12:00-დან 19:00 საათამდე

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია თეატრის სალაროში ადგილზე და ტელეფონის საშუალებით, ხოლო ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს დღის ბოლომდე

ფოტო და ვიდეო

ადგილი

Batumi Drama Theatre

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება