სპექტაკლი "ოტელო" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

სპექტაკლი "ოტელო"

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:~ ოტელო - ნიკა კუჭავაიაგო - პაატა პაპუაშვილიდეზდემონა - ანუკა გრიგოლიაკასიო - ანდრია გველესიანიემილია - ანა ვასაძებიანკა - მარიამ ღვინიანიძეროდრიგო - ნიკოლოზ ბაქრაძემონტანო - გიორგი გრძელიძე დასაწყისი: 20:00
სპექტაკლი "ოტელო"
114 Akaki Tsereteli Ave
advertising
ქართული

აღწერა

უილიამ შექსპირი

რეჟისორი - ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - თემო კუპრავა
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი

ოტელო - სიყვარული ომის შემდეგ.

ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ ადამიანების დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან. ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება.

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42
114 Akaki Tsereteli Ave
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება