სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალუზაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალუზაცია

სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალუზაცია

სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალუზაცია
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან1300
ქართული

აღწერა

სისტემური და ქსელური ადმინისტრირება ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა ციფრულ სივრცეში. ის წარმოადგენს კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემის ერთგვარ ქვაკუთხეს. ლოგიკურად და უსაფრთხოდ აწყობილი სისტემა მკვეთრად ამცირებს თავდასხმის და შემდგომ, მონაცემების დაკარგვის რისკს. შესაბამისად, ჩვენი სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში შეისწავლით ყველა საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ამ მიმართულებით.
IT სფერო მუდმივად ვითარდება და ეს კურსი გაწვდით საფუძველს, რომ მოერგოთ და ისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები მათი გაჩენისთანავე.
შესაბამისად, SCSA-ს სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალიზაციის კურსი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თქვენი კარიერული განვითარებისთვის.
კურსის წარმატებით შემდგომ თქვენ შეძლებთ:
◾ ქსელური მოწყობილობების და ქსელების ინსტალაციას, კონფიგურაციას და ანალიზს
◾ ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას/დაცვას 
◾ ლინუქს და ვინდოუს სერვერების გამართვას, კონფიგურაციას და შემდგომ მართვას
◾ ლინუქს და ვინდოუს სერვერების უსაფრთხოების შემოწმებას 
◾ FortiGate Firewall-ების კონფიგურირებას, მართვას და უსაფრთხოების შემოწმებას 
კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე:
◾ სისტემური ადმინისტრატორი
◾ ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი
◾ ქსელის ადმინისტრატორი
◾ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

🏆 კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატთან ერთად, ასევე მიიღებთ:
– Microsoft-ის მიერ გენერირებულ Windows სერვერის ადმინისტრატორის სერთიფიკატს – Fortinet-ის კიბერ უსაფრთხოების ასოცირების სერთიფიკატს

👥 კურსის ლექტორები:
🔹 სერგო სიმონოვი - ლექტორი & OSCP სერტიფიცირებული შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
🔹 არჩილ შენგელია - კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი; SCSA-ლექტორი; კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.

📆 კურსის განრიგი:
კურსის დასაწყისი: 03/12/2025.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
⏳ სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა: 5 თვე
ჩატარების ტიპი: 
▪️ოთხშაბათი - OFFLINE/ONLINE
▪️პარასკევი - მხოლოდ ONLINE
💰 პროგრამის საფასური: 1300 ლარი
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად

☎ კონტაქტები:
📞 (+995) 571 381 166
📞 (+995) 591 339 884
📞 (+995) 595 511 355
ელ-ფოსტა: info@scsa.ge

რეგისტრაცია:
https://scsa.ge/sistemuri-administrireba-da-qseluri.../

ფოტო და ვიდეო

სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალუზაცია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება