თუ გსურთ თავიდან აირიდოთ საგადასახადო შეცდომები და სწორად გამოიყენოთ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, ეს ტრენინგი სწორედ თქვენთვის არის.
კურსს გაუძღვება შოთა ჯიბუტი - Loialté-ს უფროსი საგადასახადო აუდიტორი, რომელსაც აქვს საჯარო და კერძო სექტორში 7+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
შოთას მიერ შემუშავებული პროგრამა მოიცავს:
- ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ, სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმებთან დაკავშირებულ საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულ განხილვას
- პრაქტიკული ქეისების ანალიზს
- საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და მათი მართვის ეფექტურ გზებს
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებთ როგორც პროფესიულ, ისე სამეწარმეო საქმიანობაში.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
კურსის ღირებულება 290₾
თითო შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 საათი
განრიგი (სულ 2 შეხვედრა):
პირველი შეხვედრა - 19.02.2026 | 18:00-21:00
მეორე შეხვედრა - 20.02.2026 | 18:00-21:00
