Spark Workshop თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Spark Workshop

Spark Workshop

Spark Workshop
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან200
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

05.06.2026
პარასკევი
20:00
200
06.06.2026
შაბათი
20:00
200
07.06.2026
კვირა
20:00
200

აღწერა

კირკეს პირველი კოლაბორაციული პროექტი Spark Community-სთან ერთად. 

 

ეს პროექტი არტისტებს დაეხმარება თავიანთი ნამუშევრების დახვეწაში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენებით.

 

 

Spark Community არის ადამიანების ერთობა, რომლებსაც აერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნის, აწყობისა და გამოგონების სიყვარული. Spark-ის მთავარი მიზანია Maker კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. 

 

Spark x Circe კოლაბორაცია მოიცავს 3 Workshop-იან სერიას, რომელიც მიზნად ისახავს საინჟინრო ტექნოლოგიების ყველაზე საბაზისო თემების შესწავლას, რათა მონაწილეებმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ ამ ცოდნაზე ახალი უნარების დაშენება და მათი საკუთარ შემოქმედებაში გამოყენება. 

 

თითოეული Workshop დაყოფილი იქნება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. 

#1 — შესავალი ელექტრობაში 

განათებებისა და მოძრავი სკულპტურების მუშაობის პრინციპები. 

 

#2 — შესავალი Arduino-ში 

როგორ ვმართოთ სისტემები ციფრულად და ავტომატურად? 

 

#3 — განათებები და მოძრავი სკულპტურები პრაქტიკაში 

როგორ დავაშენოთ ახალი ცოდნა Workshop-ზე ნასწავლ უნარებზე. 

 

განრიგი:

️5 ივნისი, პარასკევი — 20:00 – 22:00 

6 ივნისი, შაბათი — 18:00 – 20:00 

️7 ივნისი, კვირა — 12:00 – 14:00 

 

3-ვე დღეზე დასასწრები ბილეთის ღირებულება: 200 ლარი.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.

ფოტო და ვიდეო

Spark Workshop

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება