მენიუ
მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან ის ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობაზე მოგვითხრობს. დედის სითბოს მოკლებული ბავშვები, იძულებულნი არიან მამის დიქტატურას დაემორჩილნონ და ამიტომ თავიანთ, ბავშურ სამყაროში ჩაკეტილებს, უფროსების მიმართ მხოლოდ უნდობლობის და პროტესტის გრძნობა გააჩნიათ. ბავშვებსა უფროსებს შორის კედლის დანგრევას მათი აღმზრდელი მარია, მუსიკის საშუალებით შეძლებს და არაჩვეულებრივ დედობასაც გაუწევს.
ეს ამბავი კეთილ საშობაო ზღაპარს დაემსგავსებოდა, რომ არა კიდევ ერთი თემა - ანტიფაშისტური. ბავშვებიც და დიდებიც საშინელი დიქტატურის - ფაშიზმის პირისპირ აღმოჩნდნენ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული ოჯახი ყველა წინააღმდეგობის დაძლევას შეძლებს.