მე-20 საუკუნის ისტორია, მოთხრობილი ოთხი თინეიჯერი გოგონას შინაგანი მონოლოგების მეშვეობით — ფილმი, რომელსაც ხშირად ადარებენ Andrei Tarkovsky-ს, Federico Fellini-სა და Ingmar Bergman-ს.
ძველ ფერმაზე, ალტმარკის რეგიონში, სხვადასხვა ეპოქაში — პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე — ცხოვრობენ ალმა, ერიკა, ანგელიკა და ლენკა. ეს ოთხი გმირი ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდება, თუმცა თითოეული მათგანი გადაიტანს პირველ სიყვარულსა და სექსუალურ გამოცდილებას, ახლობლის მოულოდნელ სიკვდილს, მტკივნეულ მარტოობასა და მომავლის შიშს.
ჩვენ წინაშეა მე-20 საუკუნის გერმანიის ისტორიის განსხვავებული ვერსია, ნაჩვენები თინეიჯერი გოგონების თვალით (შესაძლოა, ეს მთელი ევროპის ან საერთოდ მთელი მსოფლიოს ისტორიაც იყოს). უხმო მოწმეები, ისინი განიცდიან ტრაგედიებს ისე, რომ უფროსები და კაცები ამას ვერ ამჩნევენ — სამყაროში, რომელიც ომების, კონფლიქტების, ძალადობისა და ტკივილისგან შედგება. თუმცა სწორედ მათი მზერა გვაძლევს იმედს სხვა ეთიკის არსებობაზე — ისეთი ეთიკისა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ წესებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო მიჰყვება.
— Anton Dolin