სოპრანისტას ფოიერვერკი
31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მე-12 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იხსნება. გახსნითი კონცერტი, სახელწოდებით „სოპრანისტას ფოიერვერკი“, მსმენელს ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს ჰპირდება, რომლის მთავარი სოლისტი ვირტუოზი სოპრანისტა (კონტრტენორი) მაიან ლიხტია. მან გასულ წელს ფესტივალი დახურა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომ წელს მას კიდევ უფრო დიდი მოლოდინით ელიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ სოპრანო თამარ ცირეკიძე, „საქართველოს სინფონიეტა“ და დიეგო კანტალუპი (თეორბო და ბაროკოს გიტარა). კონცერტის მრავალფეროვანი პროგრამა აერთიანებს ვივალდის, მონტევერდის, პერსელის, ჰენდელისა და სხვა გამოჩენილი კომპოზიტორების ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს.
პროგრამა
სოლისტები:
მაიან ლიხტი, კონტრტენორი
თამარ ცირეკიძე, სოპრანო
საქართველოს სინფონიეტა
დიეგო კანტალუპი, თეორბო და ბაროკოს გიტარა
I
Antonio Vivaldi (1678 - 1741)
Concerto for strings in G minor, RV 157
“Gelosia, tu già rendi l’alma mia” from “Ottone in Villa”
Claudio Monteverdi (1567–1643)
Duet: "Pur ti miro" from L'incoronazione di Poppea
Antonio Vivaldi
Sinfonia from “Il Farnace”, RV 711 (Andante)
“Gelido in ogni vena” from “Il Farnace”
Riccardo Broschi (1698-1756)
“Son qual nave” from “Artaserse”
II
Henry Purcell (c.1659 - 1695) - Overture from “Abdelazer”
Nicola Porpora (1686 - 1768) – “Nel già bramoso petto” from “Ifigenia in Aulide”
Henry Purcell
“Thy hand Belinda… Dido’s Lament” from “Dido and Aeneas”
Chacony in G minor, Z.730
“Un pensiero nemico di pace” from “Il trionfo del Tempo e del Disinganno”
George Frideric Handel – “Da tempeste il legno infranto” from “Giulio Cesare”