თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, „ჯულიარდის სკოლის“ სტუდენტის სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი. პროგრამაშია შუბერტის, დე ფაიას, პროკოფიევისა და მონსალვაჩეს ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული - „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული. იგი ასევე გახლავთ “მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის“ არტისტი. თანამშრობლობს თბილისის, მადრიდის, გრანადის, ამსტერდამის, ბარსელონას, ბილბაოს და სხვა სიმფონიურ ორკესტრებთან.
საფორტეპიანო საღამო ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მხარდაჭერით.
კარის გახსნა - 18:30
ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/sandro.gegechkori.10/
ინსტაგრამ გვერი - https://www.instagram.com/gegechkor/
ვებ-საიტი - https://sandrogegechkori.com/