სერგო გოგოლაძე დაიბადა ბათუმში (1961). სწავლობდა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის განყოფილება. ის არის მხატვარ-გრაფიკოსი, მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია ბათუმის ხელოვნების მუზეუმში და სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
მხატვარი მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.