პერსონალური გამოფენა „დიალოგი ფერწერის საშუალებით“
გულითადად გიწვევთ ჩემს პერსონალურ გამოფენაზე „დიალოგი ფერწერის საშუალებით“, რომელიც 17 ნოემბერს, თბილისში, უზნაძის ქუჩის 13 ნომერში მდებარე I ART Gallery-ში გაიხსნება.
გამოფენა იმართება საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით და სამი დღის განმავლობაში, 17-დან 19 ნოემბრის ჩათვლით, გაგრძელდება.
ექსპოზიცია აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში შევქმენი, ასევე იტალიაში ჩემი პლენერული შემოქმედებითი მოგზაურობის დროს შესრულებული ფერწერული ტილოების სერიას. ამ მოგზაურობის ფარგლებში ვესტუმრე ბარის, ნეაპოლს, რომს, მატერასა და იტალიის სხვა ქალაქებს.
„დიალოგი ფერწერის საშუალებით“ ერთგვარი კულტურული ხიდია საქართველოსა და იტალიას შორის, რომელიც ორი ქვეყნის ისტორიას, არქიტექტურას, მეხსიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობას ერთმანეთთან აკავშირებს და განსხვავებულ მხატვრულ სამყაროებს აერთიანებს.
დიდი სიხარულით გიმასპინძლებთ გამოფენაზე და მოხარული ვიქნები, თუ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად გავიზიარებ!
გამოფენის გახსნა: 17 ნოემბერი, 19:00
გამოფენის თარიღები: 17–19 ნოემბერი
მისამართი: I ART Gallery, თბილისი, უზნაძის ქ. 13.