27 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო/საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება.
შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები: იოსებ კეჭაყმაძე, გია ყანჩელი, ზვიად ბოლქვაძე, ჰენრი პერსელი, ჟან ფილიპ რამო, ფრანც ქსავიე გრუბერი, ჯონ დაიკსი, ენიო მორიკონე.
გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:
სვიმონ ჯანგულაშვილი
მოწვეული მუსიკოსები:
ნატალია ქუთათელაძე
ვადიმ შიშკინი
ეკატერინე კიკნაველიძე
ნინა მიჩილაშვილი
მირიან კვალიაშვილი
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
