2024 წლის 7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტს.
პროგრამაშია ბახის, სკარლატის და ბრამსის ნაწარმოებები.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.