რეზო და ბავშვების სოლო კონცერტი “ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
რეზო და ბავშვების სოლო კონცერტი “ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით”

რეზო და ბავშვების სოლო კონცერტი “ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით”

რეზო და ბავშვების სოლო კონცერტი “ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით”
1 Melikishvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მუსიკალური საღამო სახელწოდებით “ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით” ჯგუფ “რეზო და ბავშვების” საეტაპო კონცერტია. ჯგუფი პირველად არსებობის ისტორიაში აკადემიურ სივრცეში საავტორო კონცერტით წარსდგება მსმენელის წინაშე. კონცერტზე გაიჟღერებს, როგორც მუსიკალური კოლექტივის ძველი და კარგად ნაცნობი ჰიტები, ასევე მსმენელისთვის სრულიად უცნობი სიმღერები, რომლებიც მართალია წლების წინ შეიქმნა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. ამიტომ რეზოც და „ბავშვები“-ც ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ კარგი მუსიკის მოყვარულმა მსმენელმა ეს საღამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოს.

 

კონცერტში ასევე იხილავთ ანსამბლი ერისიონის ქორეოგრაფიულ პერფორმანსს და სხვა ცნობილ მუსიკოსებს

ფოტო და ვიდეო

რეზო და ბავშვების სოლო კონცერტი “ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით”

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება