რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ფოლკლორის ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართება.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდი გასულ წელს შეიქმნა.
გუნდის ლოტბარები არიან :
გიორგი დონაძე, გიორგი ხუნაშვილი და სერგო ურუშაძე, ლიკა ლიპარტელიანი და თორნიკე სხიერელი.