სოლარისი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სოლარისი

სოლარისი

სოლარისი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი მსოფლიოში. კოსმოსურ სადგურზე უცნაური მოვლენები ხდება. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ საიდუმლო პლანეტა სოლარისი, რომელსაც საკუთარი ნება და შეგნება აქვს. ორბიტაზე მყოფი სოლარისი ადამიანებს აიძულებს, შეხვდნენ ყველაზე მტკივნეულ და დანაშაულის განცდას მომგვრელ მოგონებებს. მთავარი გმირის წინაშე კი ჩნდება მისი მეხსიერების სიღრმიდან მატერიალიზებული საყვარელი ცოლი, რომელიც ოდესღაც თავი მოიკლა.

ფილმი გადაღებულია სტანისლავ ლემის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, თუმცა ტარკოვსკის ნამუშევარს ძნელად თუ შეიძლება ეკრანიზაცია ეწოდოს — წიგნიდან არსებითად მხოლოდ სიუჟეტური ხაზი და სახელი შემორჩა.

ტარკოვსკის „სოლარისი“ — ეს არის იგავი, სადაც სამეცნიერო-ფანტასტიკური მასალა მხოლოდ ფონს ქმნის და საუკეთესო ფორმას იძენს ამბის გადასაცემად. როგორც თავად რეჟისორი ამბობდა, მას აინტერესებდა კოსმოსის თემა, როგორც მორალის გამოცდის კიდევ ერთი არენა.

ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური გრან-პრი მოიპოვა.

ფოტო და ვიდეო

სოლარისი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება