მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი. კოსმოსურ სადგურზე უცნაური მოვლენები ვითარდება. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ მეცნიერებმა დაიწყეს იდუმალი პლანეტის — სოლარისის — შესწავლა, რომელსაც საკუთარი ნება და ცნობიერება გააჩნია. თავის ორბიტაზე სოლარისი აიძულებს ადამიანებს შეხვდნენ ყველაზე შემაშფოთებელ და დანაშაულის გრძნობით დატვირთულ მოგონებებს. მთავარ გმირს ევლინება მისი მეხსიერების სიღრმეებიდან მატერიალიზებული საყვარელი ცოლი, რომელმაც ოდესღაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფილმი გადაღებულია სტანისლავ ლემის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, თუმცა ტარკოვსკის ნამუშევარს ძნელია პირდაპირი ეკრანიზაცია ვუწოდოთ — წიგნიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ სიუჟეტური საფუძველი და სათაური დარჩა.
ტარკოვსკის „სოლარისი“ არის იგავი, სადაც სამეცნიერო-ფანტასტიკური მასალა მხოლოდ ფონად გვევლინება და საუკეთესო ფორმად იქცევა სათქმელის გადმოსაცემად. თავად რეჟისორის თქმით, მას აინტერესებდა კოსმოსი, როგორც მორალის გამოცდის კიდევ ერთი სივრცე.
🏆 კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური გრან-პრი.