სოციალური თეატრი — რეალობის შეცვლის ინსტრუმენტი
ფორმატი: ინტერაქტიული ლექცია პრაქტიკული სავარჯიშოებით.
როგორ იქცა თეატრი უბრალოდ ლამაზი სანახაობიდან საზოგადოებრივი ცვლილებების ინსტრუმენტად?
ლექციის განმავლობაში გავეცნობით სოციალური თეატრის ისტორიას — მის საწყის ეტაპებს, აუგუსტო ბოალის იდეებსა და პრაქტიკას, რომელმაც ლათინურ ამერიკაში თეატრი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებად აქცია.
ასევე ვისაუბრებთ თანამედროვე community-based theatre-ის გამოცდილებაზე — თეატრზე, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, აძლევს მათ საკუთარი ისტორიების გაზიარებისა და რეალობის გააზრების შესაძლებლობას, ხოლო ზოგჯერ მის შეცვლაშიც ეხმარება.
გარდა თეორიული ნაწილისა, მონაწილეებს ელოდებათ რამდენიმე ინტერაქტიული პრაქტიკული აქტივობა, რათა სოციალური თეატრის მეთოდები საკუთარ თავზე გამოსცადონ.