Social Impact Award - სამუშაო შეხვედრები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Social Impact Award - სამუშაო შეხვედრები

Social Impact Award - სამუშაო შეხვედრები

სამუშაო შეხვედრები დაგეხმარებათ საკონკურსო განაცხადების უკეთ მომზადებში და პროგრამის შემდგომ ეტაპზე გადასვლაში.   სამუშაო შეხვედრები გაიმართება 15, 16, 17 აპრილს ფაბრიკაში, 16:00 საათზე, შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა იდეების გენერირება ბიზნესმოდელი ბიზნესგეგმა   პროგრამა ხორციელდება ეფეს საქართველოს და ანადოლუ ეფესის მხარდაჭერით.  დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ: სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა Social Impact Award-ი 20-მდე ქვეყანაში ერთდროულად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.   Social Impact Award 2024 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს სამუშაო შეხვედრების სერიას. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში - გერმანიაში.
Social Impact Award - სამუშაო შეხვედრები
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

Social Impact Award 2024-ის სამუშაო შეხვედრები იწყება!
✔️ თუ ხარ 18-დან 30 წლამდე
✔️ გსურს გახდე მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, მაშინ:
➡️ ჩაერთე პროგრამაში და გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება
🏆გაიმარჯვე და განახორციელე შენი იდეა
🏆მიიღე ფინანსური მხარდაჭერა და დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების სამიტს გერმანიაში.
📌 სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/koyP1

ფოტო და ვიდეო

Social Impact Award - სამუშაო შეხვედრები

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება