სოციალური დიზაინის დღეების ივლისის გამოცემა სრულად იქნება ფოკუსირებული ცირკულარულ დიზაინზე.
ბილეთები და პროგრამა: https://designinstitute.ge/.../80e7822b-b8af-49cd-93c0.../
ცირკულარული დიზაინი სცილდება მარტივი გადამუშავების ფარგლებს და საფუძვლიანად ცვლის მიდგომას, თუ როგორ იქმნება, გამოიყენება, რეინტეგრირდება და ნარჩუნდება პროდუქტები ჩვენს გარემოში. 20-ზე მეტ ქართველ, აგრეთვე ექვსი სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებთან, სტარტაპებთან, ურბანისტებთან და დიზაინერებთან ერთად, შევისწავლით მასალების ხელახალ გამოყენებას, პროდუქტის გამძლეობას და ცირკულარულ ბიზნეს მოდელებს. ჩვენი მიზანია სხვადასხვა სექტორის გაერთიანება ცოდნის გასაზიარებლად, ახალი თანამშრომლობის ხელშესაწყობად და პრაქტიკული, რეალური გადაწყვეტილებების დასანერგად.
პროგრამა პერიოდულად გაახლდება.
ჩვენი საპატიო პარტნიორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Polish Graphic Design, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, ჩეხეთის საელჩო თბილისში, KOPOS, Circular Design Studio Hamburg, BFGF Design Studio, Mutter, UNIDCOM-IADE, თიბისი ბანკი, მაკდონალდსი საქართველო, Tegeta Green Planet, Georgian Sun, Red Bull, Kona Books, Wasteless.
მედია პარტნიორები: Marketer.ge, BMG (Business Media Georgia).
3-დღიან კონფერენციაზე დასწრების საფასურია 50 ლარი, რაშიც შედის დასწრება ყველა ძირითად გამოსვლასა და ვორქშოპზე.
ვორქშოპებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია გაიხსნება 25 ივნისიდან.
კონფერენცია ტარდება ინგლისურ ენაზე