Snap Fitness X Pabellón Hotel წარმოადგენს Wellness Workshop-ს 16 და 17 აგვისტოს, Pabellón-ის სასტუმროში გაიმართება სპეციალურად შექმნილი ორდღიანი მასტერკლასი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა, საკუთარ თავზე ზრუნვა და შინაგანი ბალანსის პოვნა.
ღონისძიება მოიცავს:
– განთავსებას სასტუმროს ორადგილიან ნომერში (2 ადამიანი), საუზმით;
– პილატესის მასტერკლასს ნანა რუხაძის ხელმძღვანელობით (Snap Fitness-ის ინსტრუქტორი);
– ბგერითი მედიტაციის მასტერკლასს დიმა გურიევის ხელმძღვანელობით (Snap Fitness-ის ინსტრუქტორი);
– სპეციალურად მომზადებულ Welcome Box-ს თითოეული სტუმრისთვის.
დაწყების დრო: 15:00 საათი
ნანა რუხაძის პილატესი - 17:00 საათი,
დიმა გურიევის ბგერითი მედიტაცია - 21:00 საათი